ინფო რუსთავი გილოცავთ ახალ წელს

2020-01-01 22:13:36

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" გილოცავთ ახალ წელს!

ვულოცავ ყველა რუსთაველს და არა მხოლოდ რუსთაველებს ახალ 2020 წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს. რუსთაველებს კი ვუსურვებ სუფთა ჰაერს, მოწესრიგებულ ტრანსპორტს, დასაქმებას, უკეთეს ქალაქში ცხოვრებას, მეტ აქტივობას და ჩართულობას. მეგობრული დამოკიდებულება, ქალაქის სიყვარული და მზრუნველობა კი ისედაც გვაქვს, რასაც შენარჩუნება და გაძლიერება სჭირდება. "ინფო რუსთავს" კი ვუსურვებ ამ წელს ბევრი პოზიტიური ამბის გავრცელებას - გიორგი ჩომახაშვილი.



გილოცავთ ყველას! ახალი წელი თქვენშია, მას თქვენ თავად ქმნით, თქვენი განწყობით. ახალ წელს მაშინ მოაქვს ყოველივე საუკეთესო, როდესაც თქვენ ეხმარებით ამაში, ეს რესურსი კი ყველა ადამიანში არსებობს. აუცილებელია, ყოველ ახალ დღეს შეხვდეთ იმ იმედით, რომ რაღაც კარგი მოხდება. გწამდეთ, რომ ეს წელი ღიმილიან და შთაბეჭდილებებით სავსე დღეებს მოგიტანთ - სოფო ცერცვაძე.



გილოცავთ ახალი წლის დადგომას!  ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენთვის 2020-ის შემობრძანება. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, უპირველეს ყოვლისა. ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ათვლის ახალი წერტილი თითოეული თქვენგანისთვის! ასევე, ჩემის მხრივ, მინდა ვისურვო, რომ “ინფო რუსთავი” იყოს უფრო მეტი კარგი ამბის მაცნე მკითხველისთვის ამ წელს, ვიდრე ცუდის - თამუნა გაჩეჩილაძე.



გილოცავთ ახალ 2020 წელს. გისურვებთ წინსვლას, წარმატებას, სიხარულს, ბედნიერებას და ჯანმრთელობას. 2020 წელი დაიწყეთ მიზნების დასახვით, გამოდით კომფორტის ზონიდან და ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ თქვენი სურვილები და ოცნებები აიხდინოთ - სალი ომაროვა.



გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ 2020 წელი ყოფილიყოს ბედნიერების, სიხარულის და სიკეთის მომტანი თქვენთვის. ყველა ოცნება, რომელიც გულში გაქვთ აგსრულებოდეთ. ყველაფერი ნეგატიური 2019 წელში დაგეტოვებინოთ - მარიამ ხუციშვილი.


 

ყველა რუსთაველს გილოცავთ 2020 წლის დადგომას, ჩვენს ქალაქს ვუსურვებ უფრო სუფთა ჰაერს და ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც თითოეულ რუსთაველს აწუხებს. შევეცდები 2020 წელს, მე ჩემს გუნდთან ერთად გავაშუქო ნებისმიერი ამბავი, ობიექტურად და სამართლიანად, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ქალაქის განვითარებას - ელენე ლაცაბიძე.