უფასო ტაქსი რუსთავში

2019-12-31 19:19:33

რუსთაველი, 48 წლის, გოჩა ბერიძე, ახალი წლის ღამეს, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

"მე არც სანტა ვარ და არც კლაუსი. არც თოვლის პაპა და არც ბაბუა. ვარ ერთი უბრალო რუსთაველი ადამიანი. დღეს რაც ხდება ჩემი აზრით საშინელებაა. ერთი დღით უნდათ გამდიდრება. გაჭირვებული ხალხის ხარჯზე ხოდა ძვირფასო რუსთაველებო გადავწყვიტე მე მაინც მოგანიჭოდ საახალწლო სიამოვნება და ახალ წელს ღამიდან დილამდე გამგზავროდ სრულიად უფასოდ ჩემი ტრანსპორტით. ოღონდ ერთი თხოვნა მექნება ვისთანაც მომიწევს გამოძახებაზე მისვლა დიდხანს არ მალოდინოთ რომ რაც შეიძლება ბევრს მოვემსახურო. მერე რაც გინდათ ის დაარქვით ჩემს საქციელს", - წერს "ინფო რუსთავი"-ს ჯგუფში გოჩა ბერიძე.