#8 სკოლას აკაკი წერეთელის სახელი მიენიჭა

2019-12-31 14:59:17

რუსთავის #8 საჯარო სკოლას  გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის  აკაკი წერეთლის სახელი მიენიჭა.

აღნიშნული ბრძანებისა და ზოგადი განათლების კანონის დაცვით #8 საჯარო სკოლის თვითმმართველობამ ინიციატივით მიმართა რუსთავის საკრებულოს, სკოლაზე აკაკი წერეთლის სახელობის მინიჭების განხილვის თაობაზე. მოსწავლეების ინიციატივას კი მხარი რუსთავის საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობამ უკვე დაუჭირა.