რუსთავში კაცმა ცოლი სცემა

2019-12-30 23:38:21

რუსთავში, XII მიკრორაიონში, ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 40 წლის მამაკაცმა საკუთარ მეუღლეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ სცემა, ბოლოს კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ადგილზე გამოიძახეს პოლიცია.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, მამაკაცი კი დაკავებულია.