"რუსთაველების" ახალი ვიდეო [video]

2019-12-30 19:41:36

"ვინც რუსთავში ქმნის და რუსთავშივე რჩება" - ამ სახელწოდების რუბრიკის ფარგლებში, რომელის იდეის ავტორიც "საზოგადოება რუსთაველებია," კიდევ ერთი საინტერესო პროექტი შეიქმნა. [ვიდეო/video]

რუბრიკის მთავარი გმირი ამჯერად მუსიკალური ანსამბლი "თუთარჩელაა". პროექტის ფარგლებში, "საზოგადოება რუთაველების" მხარდაჭერით, "თუთარჩელამ" სიმღერაზე "Happy day" კლიპი გადაიღო.

როგორც "ინფო რუსთავს" კლიპის რეჟიოსრმა ლაშა ნოზაძემ განუცხადა, კლიპი რეალურ ამბავზე დაყრდნობით შეიქმნა. სიუჟეტი ასეთია - რუსთავში არსებულ მოხუცთა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარებს წინასაახალწლოდ სურვილები უსრულდებათ.

მზრუნველობა მოკლებული ადამიანებისთვის საჩუქრების გადაცემაზე კი "საზოგადოება რუსთაველებმა" იზრუნა. ნახეთ კლიპი და შეაფასეთ.