ინტერტრანსი განცხადებას ავრცლებს

2019-12-30 18:15:15

ახალი წლის დღეებში, რუსთავი -თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების გრაფიკი შეიცვლება. ამის შესახებ განცხადებას კომპანია "ინტერტრანსი" ავრცელებს.

"ახალი წლის დღეებში რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მოძრაობის გრაფიკი მცირედით შეიცვლება. კერძოდ 31 დეკემბერს, რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით მიკროავტობუსები პირველ მარშრუტს ტრადიციულ დროს შეასრულებენ, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 22:00 საათზე, თბილისიდან კი 23:00 საათზე განხორციელდება.

რაც შეეხება 1 იანვარს, პირველი მიკროავტობუსი რუსთავიდან დილის 07:00 საათზე გავა ღამის საათებში კი მიკროავტობუსები ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებენ. "ინტერტრანსი" გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ და მშვიდობიან მგზავრობას",- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.