რა ხდებოდა რუსთავის ქუჩებში [photo]

2019-12-30 17:48:04

სულ ცოტაც და თეთრი მეტალის ვირთხის წელიწადი შემობრძანდება.

საახალწლო სამზადისი სხვადასხვა ლოკაციებზე სხვადასხვა ფორმით ვლინდება.

სადღესასწაულო ფუსფუსმა რუსთავის სუპერმარკეტები და აგრარული ბაზარი მოიცვა.

"ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი რამდენიმე მისამართზე იმყოფებოდა, რათა გაერკვია თუ რა სიტუაციაა წინასაახალწლოდ ქალაქში.

როგორც ყოველთვის არც წლევანდელი წელია გამონაკლისი, რიგებია სუპერმარკეტებში, საცხობებში, საკონდიტროებში, ე.წ სტამბულის ბაზარზე, სავალუტო ჯიხურებთან და ბანკომატებთან.

ქალაქი საახალწლო სამზადისშია ჩართული.