"არარეალური გადასახადი მოგვდის"

2019-12-30 20:34:54

რუსთავის მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივ აირზე დარიცხულ გაზრდილ გადასახადს აპროტესტებს.

"ინფო რუსთავს" ათობით ადამიანი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ წინა თვესთან შედარებით, მიმდინარე თვეში გაორმაგებული გადასახადი დაერიცხათ. მათივე თქმით, მრიცხველის ჩვენება არარეალურია, რადგან გაზს იგივე რაოდენობით მოიხმარენ, რა რაოდენობითაც წინა თვეებში მოიხმარდნენ.

"ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენელს, გელა წერეთელს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ტარიფი ბუნებრივ აირზე გაზრდილი არ არის და აბონენტებს იმის ადეკვატური გადასახადი მისდით, რა რაოდენობის ბუნებრივ აირსაც მოიხმარენ.

გელა წერეთელის თქმით, ვისაც აღნიშნული პრობლემა აქვს, უნდა დარეკოს კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელი ხაზის ნომერზე.

ცხელი ხაზის ნომერია 16 114.