ფული, რომელსაც ახალი წლის ღამეს სერვისში "თოვლის ბაბუა გამოძახებით" გადაიხდით, ქველმოქმედებას მომხარდება.
ახალგაზრდულ გაერთიანება “იმპულსს" ახალი წამოწყება აქვს. გაერთინების წევრები რუსთაველებს თოვლის ბაბუასა და ფიფქიას გამოძახებას სთავაზობენ, პატარების გახარებაში აღებულ თანხას კი შეჭირვებული ოჯახებისა და ბავშვთა სახლის ბენეფიციარების გაბედნიერებას მოახმარენ.
ახალი წელი პატარებისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია, ამიტომ საზეიმო დღეებში სანტა კლაუსის გამოძახების სერვისი ძალიან პოპულარული ხდება.
რაც მთავარია, პატარები მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან საჩუქრებს, "იმპულსი" კი ცდილობს, რომ არც მათ და არც მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს იმედები არ გაუცრუვდეთ.
თოვლის ბაბუასა და ფიფქიას გამოძახებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გასარკვევად უნდა დარეკოთ ნომერზე 599 47 26 99.