იტალიაში ქართველი დააკავეს

2019-12-29 13:38:54

იტალიის ქალაქ პორტოგრუაროში 40 წლის ქართველი მამაკაცი სახლის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთ სახლში წინა კარის შემტვრევით შევიდა.

როგორც გაირკვა, სახლის მეპატრონეები საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ. მამაკაცი მეზობელმა შეამჩნია, 112-ში დარეკა და პოლიციას შეატყობინა.უცხოური მედიის ცნობით, მამაკაცს ორი თანამზრახველი ახლდა. ქურდობის შემდეგ მათ გაქცევა სცადეს, თუმცა პოლიციამ ქართველი მამაკაცის დაჭერა მაინც მოახერხა.

დანარჩენი ორი თანამზრახველის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.