1 და 2 იანვარს რუსთავში ავტობუსები არ იმოძრავებენ

2019-12-30 10:11:18

"რუსთავში, 1 და 2 იანვარს მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში განუცხადეს.

"სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით რუსთავში, ყვითელი ავტობუსების მუშაობის განრიგი იცვლება. პირველ და ორ იანვარს ყვითელი ავტობუსების მძღოლები არ იმუშავებენ. ეს ყოველ წელს ასე ხდება. დანარჩენ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს"- განაცხადა მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელმა ჯურხა ბენდელიანმა.

ცნობისთვის, ქალაქში არსებულ 6 მარშრუტზე  20 ერთეული ავტობუსი მოძრაობს.