ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2019-12-28 16:26:58

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოზარდს დაეჯახა.

11 წლის ბიჭი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულების მორიგე ექიმმა, ნათია მაზანიშვილმა განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.