მრევლი ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში.

2017-04-14 18:39:08

წითელი პარასკევი მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღედ ითვლება. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით წირვის ნაცვლად სპეციალური რიტუალი ჩატარდა, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნას და დაკრძალვას აღნიშნავს. თითქმის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტრში სახარებიდან იმ ადგილების კითხვა მიმდინარეობს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ეხება. ტაძარში აღსრულდა ღვთისმშობლის დატირებაც.