წლის ბოლო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-12-27 23:30:49

28 დეკემბრის დილამდე საქართველოს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი. ზღვაზე შესაძლებელია ქარის გაძლერება და 3-4 ბალიანი ღელვა.

28 და 29 დეკემბერს ღამის საათებში მაღალმთიან ზონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 28 დეკემბერი +13°C, 29 დეკემბერი +10°C, 30 დეკემბერი +10°C, 31 დეკემბერი +11°C.