რუსთავში ქალმა ფულით სავსე ჩანთა მოიპარა

2019-12-28 00:52:04

რუსთავში ქალმა ფულით სავსე ჩანთა მოიპარა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 34 წლის ქალმა ჯერ ე.წ. "სტამბულის" ბაზრობაზე ფული სავსე ჩანთა მოიპარა, რომელშიც რამდენიმე ასეული ლარი იყო, შემდეგ კი XIX მიკრორაიონში ერთერთ მაღაზიაში შეიარა და სალაროდან 600 ლარი მოიპარა.

ფულის დაკარგვის შესახებ დაზარალებულებმა 112-ში მალევე დარეკეს. ქალი რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა ამხილეს. არსებული ინფორმაციით დამნაშავემ ბრალი აღიარა.

არსებული ინფორმაციით ქალი რამდენჯერმეა ნასამართლევი, აღსანიშნავია რომ ქალი ამ დროისთვის 6 თვის ორსულია.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულისხმობს.