რუსთავში ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

2019-12-27 20:26:04

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე, ავტომობილი 9 წლის მოზარდს დაეჯახა. 

როგორც "მერსედესის" მარკის მძღოლმა განაცხადა, მშენებელთა ქუჩაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მოზარდმა წინ გადაურბინა. 

შემთხვევის შედეგად ბავშვი დაშავდა. პაციენტი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში  განუცხადეს, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია. 

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.