30 დეკემბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-12-27 16:46:05

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 დეკემბერს 15:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მარის არხის III დასახლებაში და მშენებელთა ქუჩაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.