იუსტიციის მინისტრი რუსთავში იმყოფებოდა

2019-12-27 15:26:19

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რუსთავის, #16 პენიტენციურ დაწესებულების, გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარ სამმართველოს 20 კვატროციკლი გადასცა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები დაწესებულებას იმ მიზნით გადაეცა, რომ, დაწესებულებისა და პატიმრების უსაფრთხოება იყოს დაცული, ასევე არ მოხდეს საპატიმროდან გაქცევა.

"ბუფერული ზონა არის ადგილი, სადაც შეიძლება დაიგეგმოს დანაშაული და სწორედ ამ ხალხის ფუნქციაა, რომ ეს დანაშაული გამოავლინოს და ადგილზევე აღკვეთოს. ჩვენს თანამშრომლებს დღემდე ფეხით უწევდათ გადაადგილება გარე პერიმეტრზე, ამა თუ იმ ციხის ბუფერულ ზონაში. დღეიდან ჩვენ ვქმნით მობილურ ჯგუფებს, 20 ერთეული, სრულიად ახალი კვატროციკლი მათ გადაეცემათ იმისთვის, რომ ფეხით კი არ გადადგილდნენ", - განაცხადა თეა წულიკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრი აცხადებს, საბოლოო მიზანი არის ის, რომ ამ ტიპის აღჭწურვილობით თითოეული თანამშრომლის გაძლიერება მოხდება და ის ახალგაზრდები, რომლებმაც მომავალში სამშობლო უნდა დაიცვან, ჯარს გაივლიან თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და არ იმსახურებენ ე.წ. ყარაულში.