საქველმოქმედო ველომსვლელობა რუსთავში

2019-12-25 22:44:56

რუსთავში, 29 დეკემბერს, 16:45 საათზე ტრადიციული ველომსვლელობა Critical Mass მოეწყობა. ველომოყვარეულები საქველმოქმედო აქციას გეგმავენ და ელოდებიან მოხალისეების გამოხმაურებას.

აქციის მონაწილეები ესტუმრებიან სამ მრავალშვილიან ოჯახს და მათ საახალწლო განწყობა შეუქმნან, კერძოდ დაასაჩუქრებენ ველოსიპედით და გადაეცემათ პროდუქტები, ტანსაცმლით და სათამაშოები.

თუ გაქვთ სურვილი რომ ჩაერთოთ საქველმოქმედო ღონისძიებაში და შეუერთდეთ აქციას დაუკავშირდით ღონისძიების ირგანიზატორს, გიგა ძულიაშვილს 598 48 70 41.

აღსანიშნავია რომ 2018 წელს ერთობლივი ძალისხმევით, 4 ველოსიპედის შეძენა მოხერხდა და ასევე პროდუქტები გადაეცა 3 ოჯახს. წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის!