რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-12-25 22:31:21

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 დეკემბერს 07:00-დან 07:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მე-20, მე-19 მიკრო-რაიონებში, ტაშკენტის, სპორტის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.