ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2019-12-25 21:13:57

რუსთავში, XII მიკრორაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი 11 და 12 წლის ბიჭებს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

"ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავის პედიატრიულ დეპარტამენტში განუცხადეს, რომ დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მოზარდებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღიათ.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს".