რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკში, საახალწლო სოფელი საზეიმოდ განათდა. [ვიდეო/video]
საახალწლო სოფლის სტუმრებს, ქალაქის ცენტრალურ პარკში, ანიმატორების შოუ, ანსამბლ "თუთარჩელას" კონცერტი და ულამაზესი ილუმინაციებით განათებული გარემო დახვდათ. პატარების განწყობაზე კი სანტა ზრუნავდა.
წელს პირველად, საახალწლო ღონისძიებები განსხვავებულ გარემოში, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში იმართება.
დღეს განათდა თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული მთავარი ნაძვის ხეც, რომელიც წინა წლებთან შედარებით განსხვავებული დიზაინითაა მორთული.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში 29, 30, 31 დეკემბერს ახალი წელი აღინიშნება.
გთავაზობთ ღონისძიებების პროგრამას:
29 დეკემბერი
17:00საათიდან – 20:00საათამდე
საბავშვო შოუ პროგრამა
ანიმატორები
კონცერტი
საცირკო წარმოდგენა
სანტას საჩუქარი ბავშვებს
20:00სთ - ფოლკლორული კონცერტი (თუთარჩელა, მე რუსთველი, ფიროსმანი)
30 დეკემბერი
17:00საათიდან – 20:00საათამდე
საბავშვო შოუ პროგრამა
ანიმატორები
კონცერტი
საცირკო წარმოდგენა
სანტას საჩუქარი ბავშვებს
20:00სთ -კონცერტი- ბენდი "ჟირაფი"
31 დეკემბერი
18:00საათიდან – 21:30საათამდე
საბავშვო შოუ პროგრამა
ანიმატორები
კონცერტი
საცირკო წარმოდგენა
სანტას საჩუქარი ბავშვებს
21:30სთ - დასკვნითი კონცერტი- ბენდი "გუფი ლენდი".