ღონისძიება რუსთავის საკრებულოში

2019-12-25 15:52:18

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, მოადგილეებმა ნინო ქავთარაძემ, დავით რეხვიაშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატებმა, დამდეგი შობა-ახალი წელი სხვადასხვა პროფესიაში წარმატებულ და ღვაწლმოსილ რუსთაველებს პირადად მიულოცეს.

შეხვედრაზე, რომელიც რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა მაჟორიტარული ოლქების წარმატებული და ღვაწლმოსილი მოქალაქეები მოიწვიეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებაზე საშობაო საჩუქრები, ენერგეტიკოსს ვასილ მეტრეველს, პედაგოგებს ეთერ ჭიპაშვილს, ნინო სვანიშვილს, იზოლდა ცქიტიშვილს, იურისტს ლაზარე ძირკველიშვილს, მუსიკოსს ნიკოლოზ მეფარიშვილს და ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტს ზაქრო ბერაძეს გადაეცათ.

 

ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს