ღონისძიება 25 დეკემბერს, 17:30 საათზე დაიწყება

2019-12-24 19:57:00

25 დეკემბერს, 17:30 საათზე, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, საახალწლო სოფელი საზეიმოდ აინთება.

საახალწლო სოფლის პატარა სტუმრებს, ანიმატორების შოუ, ანსამბლ "თუთარჩელას" კონცერტი და ულამაზესი ილუმინაციებით განათებული გარემო ელოდებათ.

25 დეკემბერს, 17:30 საათზე, ყველას გელოდებით საახალწლო სოფელში, რუსთავის ცენტრალურ პარკში!

ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს