ეკოლოგიური პრობლემები რუსთავში [video]

2019-12-24 19:39:47

რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. [ვიდოე/video]

შეხვედრაზე, ქალაქში არსებული ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათ გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

"საკმაოდ წარმომადგენლობითი და საქმიანი შეხვედრა გვქონდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულბით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობის ჩართულობით. გავიარეთ ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც რუსთავისთვის დღეს არის ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც საკმაოდ მძაფრად აისახება მოსახლეობაზე. ჩვენ გვქონდა განსაზღვრული ძირითადი მიმართულებები, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი, მისთვის, რომ უახლოეს მომავალში მოსახლეობამ იგრძნოს გარკვეულწილად შვება და გამოსწორდეს გარემოზე ზემოქმედება მდგომარეობა", -განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

"ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ: -"პირველ რიგში მისასალმებელია, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამ სამუშაო ჯგუფში კონკრეტულად განსაზღვრული იქნებიან ის პირები, ვისაც ექნება ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ ეს დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. აქ არის გარემოს დაბინძურებაზე საკითხები საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვანია ამ პრობლემების გადასაჭრელად და სხვა მიმდინარე საკითხები, რომელიც ახალ რეგულაციებს წარმოშობს"

შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და სოციალური პროექტის "გავიგუდეთ" წევრები ესწრებოდნენ.