იტალიაში სამი ქართველი დააკავეს

2019-12-25 10:23:43

იტალიაში 45 წლიდან 65 წლამდე სამი ქართველი სავაჭრო ცენტრის რამდენიმე მაღაზიის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. იქიდან გამომდინარე, რომ სავაჭრო ცენტრში ხალხმრავლობა იქნებოდა, მათ იფიქრეს, რომ ისინი შეუმჩნევლები იქნდებოდნენ.

დასაწყისისთვის მათ ნივთები ტასაცმლის მაღაზიაში მოიპარეს. შემდეგ კი საკვებ განყოფილებაში მყოფ ქალს საფულე ამოაცალეს. ქურდებმა ავტომობილით გაქცევა სცადეს, რა დროსაც პარკინგზე გაჩერებული ორი მანქანა დააზიანეს.

ქურდობის შესახებ მალევე აცნობეს პოლიციას, რის შემდეგაც პოლიციის დანაყოფი გაქცეულებს აედევნა. მათ შეძლეს, ქართველების დაკავება და მოპარული ნივთების ამოღება, რომლებიც პოლიციამ თავიანთ მეპატრონეებს დაუბრუნა. დაკავებულები სასამართლო პროცესებამდე ვალერტის ციხეში გადაიყვანეს.