რუსთავში წელს ძაღლებმა 2813 ადამიანი დაკბინეს

2019-12-29 08:52:49

რუსთავში, წინა წელთან შედარებით, ცხოველის მიერ ადამიანების დაკბენის რაოდენობა 53 შემთხვევით არის გაზრდილი.

2018 წელს, რუსთავში ცხოველთა დაკბენის 2760 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს, ციფრი გაიზარდა და ძაღლის კბენის გამო, სტაციონარს 2813 ადამიანმა მიმართა. სტატისტიკა ინფო რუსთავს, ოფიციალურად რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მიაწოდა. მათივე ინფორმაციით, დაკბენილი მოქალაქეებიდან უმეტესმა ნაწილმა განაცხადა, რომ ქუჩაში, მიუსაფარმა ძაღლმა უკბინა.

სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ დაკბენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიულ განყოფილებას, რათა შემდგომი გართულება თავიდან აიცილონ.