ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
შემთვევის შედეგად, 78 წლის ქალი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
"კლინიკაში შემოყვანილია 78 ქალბატონი, რომელსაც აღენიშნება მრავლობითი ექსკორიაციები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ამდროისთვის პაციენტს უტარდება კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის", - განაცხადა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების გამგემ თეა გელაშვილმა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.