აქცია-პერფომანსი რუსთავის მერიის შენობის წინ.
დილიდან მუსიკოსების სკულპტურები პირბადეებით გამოჩდნენ.
აქციის მონაწილეები ამ ფორმით ქალაქში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ და აღნიშნავენ რომ ქუჩებში პირბადის გარეშე სიარული სახიფათოა.
შეგახსენებთ რომ 15 დეკემბერს რუსთავში ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა. PM10-ის კონცენტრაციები ნორმას უკვე 3.4-ჯერ გასცდა.
რუსთავი საქართველოს მასშტაბით ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად ითვლება.