ვინ არიან ავარიაში გარდაცვლილები [video]

2019-12-24 01:04:59

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს გზაზე [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით გარდაცვლილი მამაკაცები ყაზახეთის მოქალაქეები არიან და ისინი რუსთავში, ავტობაზრობაზე სავარაუდოდ ავტომობილების საყიდლად იყვნენ ჩამოსულები. "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილი ერთერთ კომპანიაში იქირავეს და სწორედ აღნიშნული ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

ტრაილერის მძღოლი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს სავარაუდოდ საჭესთან ჩაეძინა რადგან ის აშკარად და პირდაპირ ეჯახებოდა სატვირთოს, მიუხედავად ხმოვანი სიგნალისა მძღოლს რეაგირება არ მოუხდენია.

"ტოიოტას" მარკის ავტომობილი და ტრაილერი ერთმანეთს დაეჯახნენ, შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალება გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა.

შეგახსენებთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.