ალკოჰოლის მოპარვის მცდელობა რუსთავში

2019-12-15 18:45:16

ქურდობის მცდელობის ფაქტი რუსთავში, სასურსათო მაღაზიაში.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, უცნობი მამაკაცი მეგობრობის გამზირზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში დახლიდან ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმლის მოპარვას ცდილობდა. როგორც საინფორმაციო სააგენტოს თვითმხილველებმა განუცხადეს, ქურდობის მცდელობის ფაქტი მაღაზიის მომსახურე პერსონალმა აღკვეთა.

ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დახლიდან სასმლის მოპარვას ცდილობდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სასურსათო მაღაზიის ადმინისტრაციამ ადგილზე პოლიცია გამოიძახა.