მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-12-22 21:39:17

23-24 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. დღეს, გვიან საღამოს და ღამის საათებში ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსია მოსალოდნელი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 23 დეკემბერი +12°C, 24 დეკემბერი +14°C, 25 დეკემბერი +15°C, 26 დეკემბერი +15°C.