მიიღე საჩუქარი, არ გამოტოვო "ალტას" გახსნა

2019-12-22 20:40:03

ალტა რუსთავში ახალ შოურუმს 23 დეკემბერს ხსნის და მომხმარებელს განსაკუთრებულ საჩუქრებს სთავაზობს! ®

23-24 დეკემბერს ახალ ფილიალში მისულ მომხმარებლებს ალტა უამრავ სიურპრიზს უმზადებს. ასევე, მაღაზიაში, მათ ელოდებათ გრანდიოზული წინასაახალწლო ფასდაკლებები და მრავალფეროვანი შეთავაზებები.

ალტას ფილიალი 23 დეკემბერს ქალაქ რუსთავში შარტავას მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება, იგი მომხმარებელს ციფრულ და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრულყოფილ არჩევანს სთავაზობს. მაღაზია ყოველ დღე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს.

ალტა ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ლიდერი მაღაზიათა ქსელია საქართველოში, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, ინოვაციურ, მათი მოთხოვნების შესაბამის ტექნიკასა და კვალიფიციურ მომსახურებას.

მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი ტექნიკა, მათ შორის: სმარტფონები, კომპიუტერები, ტელევიზორები, სამზარეულოს მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, აქსესუარები და სხვა. კომპანია არის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში როგორიცაა: Apple, Samsung, Intel, Microsoft, Asus, Canon, Sony, Huawei, Panasonic, Philips, Whirlpool, Hotpoint, Electrolux, Lenovo, TCL, Kingston და ა.შ.

ალტა საქართველოს ხუთ ქალაქში 11 მაღაზიითაა წარმოდგენილი, ასევე ინტერნეტ მაღაზიით - https://alta.ge/