ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-12-22 00:05:37

ავტოსაგზაო სემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე (მარნეულის გზატკეცილის გადასახვევთან).

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ქვეითს, რომელიც გზაზე გადასვლას ცდილობდა "ფოლკსვაგენი"-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა.

ავარიის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო.