ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. [ვიდეო/video]
მეგობრობის გამზირზე, გონაშვილის სკვერთან ერთმანეთს "მაზდას", "ტოიოტასა" და "ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
როგორც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა "ინფო რუსთავს" უამბო, თავდაპირველად ხეს დაეჯახა სატვირთო მანქანა, რამაც 3 მსუბუქი ავტომობილის ერთმანეთთან შეჯახება გამოიწვია.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
იგივე ლოკაციაზე, გონაშვილის სკვერთან 3 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს ცოტა ხნის წინაც შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანს ემოციური შოკი ჰქონდა.