სუს-მა რუსთაველი მამაკაცი დააკავა [video]

2019-12-21 20:09:35

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ქვემო ქართლის ანტიკორუფციულმა სამმართველომ რუსთავში, 37 წლის მამაკაცი, მეგობრობის გამზირზე დააკავა. [ვიდეო/video]

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი სპეციალისტი ლ.ლ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ლ-მ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, ელექტროშოკის აპარატით უკანონო თევზჭერის მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე  მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან  9 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.