რუსთავში ასფალტი ჩაინგრა და სატვირთო ჩავარდა [video]

2019-12-21 13:18:16

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე ასფალტი ჩაინგრა, დაზიანებულ გზის სავალ ნაწილში კი სატვირთო მანქანა ჩავარდა. [ვიდეო/video]

მოუწესრიგებელმა საგზაო ინფრასტრუქტურამ პრობლემები სწორედ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეუქმნა, რომელიც აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოების წარმოებაში იყო ჩაბმული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტაშკენტის ქუჩაზე, გზის მონაკვეთზე ასფალტმა მნიშვნელოვნად დაიწია, "ინფო რუსთავმა" ჯერ კიდევ 7 დეკემბერს გაავრცელა. ადგილობრიოვი თვითმმართველობის მხრიდან გავრცელებულ ინფორმციას გარკვეული რეაგირება მოჰყვა და ტერიტორიაზე გზის შეკეთების სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა ფაქტია, რომ ადგილზე ინციდენტი მაინც მოხდა.