ახალ, რადიოლოგიურ განყოფილებას კლინიკა რუსთავში დედაქალაქიდან მოწვეული სპეციალისტი, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი თამთა მოწონელიძე უხელმძღვანელებს.
თამთა 37 წლისაა და მისი საექიმო კარიერა 2009 წლიდან იწყება, 10 წლიან სამედიცინო კარიერაში კი იწერება ისეთ პრესტიჟულ კლინიკებში მუშაობის გამოცდილება, როგორებიცაა, თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი, თერაპიის ინსტიტუტი, მე-5 კლინიკური საავადმყოფო (#5 სამშობიარო სახლი), საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმეს და ანას სახელობის ცენტრი. ამჟამად საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრში, საქართველოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად, რამდენიმე საათიანი განაკვეთით თამთა ისევ მუშაობს, თუმცა სურს, რომ მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება ამ ეტაპზე კლინიკა რუსთავსა და ამ კლინიკის პაციენტებს მოახმაროს.
რუსთაველების დიდი ნაწილი მას ჯერ არ იცნობს, თუმცა პაცინტები, რომელთაც თამთა ექიმთან ამ მცირე დროში შეხება ჰქონიათ, მის პროფესიონალიზმსა და გულისხმიერებაში უკვე დარწმუნდნენ. უტყუარი დიაგნოზები - კლინიკა რუსთავის ახალი სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე სწორედ ესაა.
ექიმი-რადიოლოგი 37 წლის ასაკში ჯერ კიდევ სტუდენტია და ფიქრობს, რომ მედიცინის მუშაკი მთელი ცხოვრება სწავლისა და განვითარების პროცესში უნდა იყოს. მას შემდეგ, რაც სამსახურს ასრულებს, ლექციებს ესწრება, შემდეგ კი ოჯახს, ქმარსა და ორ შვილს უთმობს დროს.
თამთა მოწონელიძე ამჯერად დოქტორანტურაზე სწავლობს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მისი დისერტაციის თემა სწორედაც რომ რადიოლოგიაა. ბაკალავრიატიც ამავე უნივერსიტეტში დაასრულა. ბაკალავრიატზე მედიცინის ფაკულტეტის განხრით ირიცხებოდა, შემდეგ კი 2 წლის განმავლობაში სამედიცინო რადიოლოგიის რეზიდენტურაში სწავლობდა.
კითხვაზე, გაივლიდა თუ არა იგივე პროფესიულ გზას, პასუხობს, რომ არა. მისი თქმით, ამ ეტაპამდე მოსასვლელად მუხლჩაუხრელად მოუწია ეშრომა, რაც მისგან დიდი მსხვერპლი იყო. თუმცა ფაქტია, რომ ახლა უკვე ერთ-ერთი წამყვანი რადიოლოგია საქართველოში და ცდილობს, რომ ის ცოდნა, რაც ამ წლების განმავლობაში შეიძინა, ეფექტურად გამოიყენოს.
შუამავალი დედასა და ჯერ არდაბადებულ შვილს შორის - თამთა მოწონელიძის როლი მედიცინაში ყველაზე კარგად ასე შეგვიძლია აღვწეროთ. თამთას შეუძლია ოცნება რეალობად გიქციოთ და თქვენი შვილი დაბადებამდე გაჩვენოთ. ამას კი ის ექოსკოპიური კვლევის უახლესი, ულტრასონოგრაფიული აპარატის დახმარებით ახერხებს, რომელსაც 3D და 4D ფუნქციები გააჩნია.
გულისა და სისხლძარღვების ექოსკოპიური კვლევის გარდა, თამთა მოწონელიძე ყველა მიმართულებით მუშაობს, თუმცა ფიქრობს, რომ რესურსი, რომელიც მას გააჩნია, ძირითადად ორსულებისკენ უნდა მიმართოს.
გამოცდილი, მაღალკვალიფიციური და ჯერ კიდევ სტუდენტი ექიმი, რომელიც მუდმივად რაღაც ახლის ძიებაშია - თამთა მოწონელიძე რუსთაველებს ახლა უკვე შეუძლიათ მათ სამსახურში იგულონ.