2019-12-20 10:50:58
რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საავტომობილო საცობია.
მაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთზე, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ავარიის დროს არავინ დაშავებულა.
მღძოლებს და მგზავრებს 30-40 წუთი უწევთ საცობში ყოფნა.