რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში ავტოსახელოსნო იწვის. ცეცხლი სავარაუდოდ შენობაში გაჩნდა. დამწვარია ერთი ავტომობილი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები, ასევე სამართალდამცავები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ინფო რუსთავის გადამღები ჯგუფი მუშაობს.