რუსთავში მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს

2019-12-19 10:29:47

გვიან ღამით, რუსთავში, თოდრიას წრესთან მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 32 წლის მამაკაცი მთლიანად გაშავებული იყო და სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს.

მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი გადარჩენა მოხერხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით მამაკაცი ნარკოკომაში იმყოფებოდა.