სცემეს თუ არა პოლიციელებმა ადვოკატი რუსთავში

2019-12-19 09:05:11

ადვოკატი მამუკა შაქარაშვილი თბილისის პოლიციის თანამშროლებმა სცემეს, ამის შესახებ, თავად მაქარაშვილმა "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა.

მისი თქმით მას შელაპარაკება მოუვიდა სამართალდამცავებთან, რის შემდეგაც ხელბორკილები დაადეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და თბილისის სამმართველოში გადაიყვანეს.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ მაქარაშვილი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მითითებას,  რის შემდეგაც ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. 

ალეკო კობაიძე, რომელიც მამუკა მაქარაშვილის ადვოკატია, "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დროისთვის მკურნალობას "კლინიკა რუსთავში" გადის.