რუსთავში წყლის მიწოდება იზღუდება

2019-12-18 21:53:58

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

რუსთავი, მზიანეთის რეზერვუარის, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 22:30-დან 19/12-ის 06:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

9 ძმა ხერხეულიძის, გორის, გურამიშვილის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას გასასვლელებით, თბილისის, იალღუჯის, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის, ლესელიძის ქუჩა გასასვლელებით და ჩიხებით,მეგობრობის N1-დან N27-ის ჩათვლით, შევჩენკოს, ყაზბეგის ჩიხებით და გასასვლელებით, ცურტაველის, თავგორაშვილის, ფალიაშვილის ლუწებს და მაჩაბელის ქუჩას, მე-6, მე-7, მე-7ა და მე-8 მკ/რ-ბს.