ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2019-12-18 16:28:16

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში. ქვეითად მოსიარულე 67 წლის ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. [ვიდეო/video]

როგორც თვითმხილველები ინფო რუსთავთან ამბობენ, შუახნის ქალი და მამაკაცი რომელებიც გზის სავალ ნაწილზე გადააგილდებოდნენ მოულოდნელად წაიქცნენ. მათივე ინფორმაციით, ამ დროს  საავტომობილო გზაზე მსუბუქი მანქანა მოძრაობდა, თუმცა  მძღოლმა მანქანის დამუხრუჭება დროულად შეძლო და ქვეითებს არ დაჯახებია. დაჯახების ფაქტს უარყოფს ავტომობილის მძღოლიც.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, შუახნის ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ექიმის თქმით, 67 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბიულურია. პაციენტს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.