რუსთავის თეატრის მსახიობების საშუალო ანაზღაურება.

2017-04-13 11:38:33

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თეატრების დაფინანსებისა და მსახიოებების საშუალო ანაზღაურების ამსახველ დოკუმენტს ასაჯაროვებს. ცენტრალური მთავრობის მიერ დაფინანსებულ თეატრების ჩამონათვალში არ არის რუსთავის თეატრი. რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრი ადგილობრვი ბიუჯეტიდან ფინანსდება. თეატრის დირექტორის ზვიად დოლიძის განცხადებით, რუსთავის თეატრში 35 მსახიობია და მათი საშუალო ანაზღაურება 350 ლარი, თუმცა მომავალში ხელფასის გაზრდა იგეგმება.

სამინისტრომ მსახიობთა ანაზღაურების ამსახველი დოკუმენტი, მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც მსახიობმა ზურა ყიფშძემ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ისაუბრა.

 


მსახიობების საშუალო შრომის ანაზღაურება, თბილისის მასშტაბით, ყველაზე მაღალი 1,186- ლარის ოდენობით-. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრს აქვს.

ყველაზე დაბალი კი 376 ლარის ოდენობით- ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრს.

 რეგიონების თეატრებში:

მსახიობების საშუალო შრომის ანაზღაურება,რეგიონების მასშტაბით, ყველაზე მაღალი 731 ლარის ოდენობით, - ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრს აქვს.

 ყველაზე დაბალი კი 230 ლარის დენობით- ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრს აქვს.