"ამ ცხოვრების დედაც" [photo]

2019-12-18 01:21:09

"ამ ცხოვრების დედაც" - მსგავსი წარწერები რუსთავის ქუჩებში გამოჩნდა.

რუსთაველმა აქტივისტების ნაწილმა დღეს მომხდარი ფაქტის შემდეგ პროტესტი ასეთი ფორმით გამოხატეს.

"უნდა მოხდეს დამნაშავეების დასჯა და პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ. ერთი პოლიციელის დაკავებით ეს ამბავი არ უნდა დასრულდეს", - აცხადებენ "ინფო რუსთავთან საუბარში აქტივისტები.

პროტესტის მსგავსი ფორმით გამოხატვა მეგობრობის გამზირზე, პოლიციის შენობასთან მოხდა, წარწერების გაკეთება სხვა შენობებთანაც იგეგმება.