"2017 წლის ჯინსის აპოკალიფსი" (ფოტო).

2017-04-13 10:49:04

"ვეტმანისა" და "ლევისის" კლაბორაციით შექმნილმა ჯინსმა მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ყურადღება მიიპყრო. ბრენდ "ვეტმანის" ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ აღნიშნული კლაბორაციის შედეგად ჯინსი უკანა ნაწილზე ელვა შესაკრავით შექმნა. ჯინსის ფოტო ბრენდის ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნდა და ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. მოდის ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალი Harpersbazaar-ი გვასალიას მიერ შექმნილ ჯინსს ინოვაციურს უწოდებს და 2017 წელს ჯინსის აპოკალიფსად მოიხსენიებს. დემნა გვასალია ყველაზე წარმატებული ქართველი დიზაინერია მსოფლიოს მასშტაბით და არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მოგებული მოდის სფეროში. დემნა და გურამ გვასალიებმა ბრენდი ''ვეტმანი'' სამი წლის წინ შექმნეს და დღემდე მათმა შემოსავალმა 100 მილიონს გადააჭარბა, გარდა ამისა, დემნა გასალია ცნობილი მოდის სახლის "ბალენსიგას" კრეატიული დიზაინერია.