თურქეთში, პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმული საქართველოს 1 მოქალაქე, 37 წლის ქალი, გაანთავისუფლეს და ქვეყანა დაატოვებინეს.
როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, თურქი ცოლ-ქმარი, ქალს თურქეთში დასაქმებას დაპირდა, თუმცა, მუქარით, ზეწოლითა და ძალადობით, პროსტიტუციაში ჩაბმას აიძულებდა.
თურქეთის პოლიციამ, საგამოძიებო სამუშაოები გაატარა, რის შემდეგაც 2 პირი დააკავა.