როგორ შევიძინოთ ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე ყველაზე იაფად?
ახალი წელი ახლოვდება და სადღესასწაულო განწყობაც თანდათან თითქმის ყველა ონლაინ მაღაზიასა თუ ჰიპერმარკეტების ქსელში იგრძნობა.
ჩვენი დღევანდელი სტატია მთავარ საახალწლო ატრიბუტს, ნაძვის ხეს შეეხება. შევეცდებით, მიმოვიხილოთ ბაზარზე დღეისთვის არსებული სიტუაცია, რა ფასად შეგვიძლია მისი შეძენა და რა არჩევანს გვთავაზობენ ნაძვის ხეების მაღაზიები.
დავიწყოთ ზომებით. როგორც ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ მაღაზია isurve.ge-ს გაყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, ყველაზე დიდი პოპულარობით 180 და 210 სმ სიმაღლის მქონე ნაძვის ხეები სარგებლობენ. თუმცა ცხადია, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა უფრო მცირე და პირიქით, უფრო მაღალ მოდელებზეც.
ზოგადად, ზომების დიაპაზონი 1-დან 3 მეტრამდე მერყეობს, ხოლო ვიზუალის კუთხით არჩევანი ძალიან ფართოა.
ყველაზე პოპულარული ეფექტები:
გარდა ზემოთჩამოთვლილისა, ნაძვის ხეებს განარჩევენ წიწვების სიხშირის მიხედვით. რაც უფრო შევსებულია ის, მით უფრო ძვირადღირებულია და პირიქით.
ხოლო ფორმის მიხედვით ბაზარზე ძირითადად 2 სხვადასხვა ტიპის ხეებს ვხვდებით. უფრო ხშირად - განიერი ძირით და წვერამდე თანდათან დაწვრილებულს და შედარებით იშვიათად - თითქმის თანაბარი სიგანის კორპუსით.
ამათგან პირველ შემთხვევაში იდეალურ პარამეტრებად მიიჩნევა, როცა ნაძვის ხის დიამეტრი სიმაღლის ნახევარს უდრის ან მასთან მიახლოებულია. თუმცა ცხადია, ეს ძირითადად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება ფასებს:
მინიმალური ღირებულება დაახლოებით 45 ლარია. ამ ფასად შესაბამისად ყველაზე მცირე ზომის, 1 მეტრის ან უფრო დაბალ მოდელს შეიძენთ, რომელიც სრულად მწვანე იქნება. ყველაზე პოპულარული ზომებისა და გაფორმების მქონე მოდელების ფასი 200-დან 250 ლარამდე მერყეობს. მაქსიმალური ფასი კი 1000 ლარამდეა, პრემიუმ ნაძვის ხეებისთვის, 270 სმ-ზე მაღალი, უამრავი სხვადასხვა ტიპის ეფექტითა და განათებით.
თითქმის ყველა მაღაზია მომხმარებელს განვადების სერვისსაც სთავაზობს, დაახლოებით სტანდარტული პირობებით.
ვინაიდან ინტერნეტ შესყიდვები ბოლო დროს მზარდი პოპულარობით სარგებლობს, გირჩევთ, რომ თუ ნაძვის ხე ინტერნეტ მაღაზიაში გადაწყვიტეთ შეიძინოთ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ:
აუცილებლად იკითხეთ, რამდენად შეესაბამება წარმოდგენილი ფოტო რეალობას და უპირატესობა ისეთ ონლაინ გამყიდველს მიანიჭეთ, რომელიც წიწვების ფოტოს ახლო ხედით გთავაზობთ.
გადაამოწმეთ, მოყვება თუ არა საჩუქრები შენაძენს, როგორც წესი ეს უნდა იყოს სათამაშოები ან განათება.
ხოლო თუ განვადების გაკეთებას აპირებთ, აუცილებლად გადახედეთ მის პირობებს. სასურველია, ჯამური გაძვირება 10-დან 20 პროცენტამდე მერყეობდეს, 1-დან 2 წლამდე პერიოდის არჩევის შემთხვვაში.
და მთავარი რჩევა, ყიდვამდე ნაძვის ხეები აუცილებლად მოძებნეთ ინტერნეტში. როგორც წესი, რაც უფრო წინაა ინტერნეტ მაღაზია საძიებო სისტემაში, მით უფრო დიდი და სანდროა