ახალი სპორტული სივრცე რუსთავში

2019-12-17 13:22:15

რუსთავში, დასვენებისა და კულტურის პარკში, ახალი სპორტული სივრცე მოეწყო.

პარკის ტერიტორიაზე, დამონტაჟდა კონსტრუქცია, მოეწყო ბორდიულები, დაისხა ბეტონი, დაიგო კაუჩუკის ფილა, სადაც 10 სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორი განთავსდა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 26 560 ლარს შეადგენს.

აღნიშნული სამუშაოები, კომპანია შპს "ჯეო პარკმა" შეასრულა.